საქართველოს მოქალაქე, რომელიც დღეს საოკუპაციო ძალებმა დააკავეს, თავისუფალია. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი, 60 წლის ზურაბ დოთიაშვილი დღეს დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის სოფლის მიმდებარე ტყესთან ახლოს საქონელს მწყემსავდა.
ამავე თემაზე: