კოვიდვაქცინაზე უარის გამო საფრანგეთში ჯანდაცვის 3000 მუშაკი სამსახურიდან ანაზღაურების გარეშე დაითხოვეს.
ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა თქვა, რომ თანამშრომლებს წერილობით ეცნობათ მთავრობის მიერ დაწესებული ვადის გასვლამდე, რომ მინიმუმ ერთი დოზით უნდა აცრილიყვნენ.
მისი თქმით, ძალიან ცოტა ექიმი და ექთანი დარჩა არავაქცინირებული. ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა აცრა, ახლა ამის ვალდებულება რეალობად იქცა”, - განაცხადა მინისტრმა.
პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ულტიმატუმით ორი თვის წინ გამოვიდა, თუმცა ათიათასობით მუშაკი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქციას, რომელიც უკვე ორი თვეა მიმდინარეობს, ჯანდაცვის მუშაკთა ნაწილიც შეუერთდა.
ცნობისთვის, საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი საჯარო სექტორის გაერთიანება, CGT მთავრობას „ჯანმრთელობის კატასტროფის“ შესახებ აფრთხილებს.
ამავე თემაზე: