ეკატერინე ტიკარაძე: ორსულებში ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორსულებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები "მნიშვნელოვნად არის შემცირებული".

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, კოვიდინფიცირებული ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პროცესში ყველა წამყვანი სპეციალისტია ჩართული.

"ორსულებში ინფიცირება მნიშვნელოვნად შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ყურადღებას რომელი ორსულებიც საჭიროებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ჩართულია ყველა წამყვანი სპეციალისტი",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.