ჯანმოს რეკომენდაციით, გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ერთი დღის განმავლობაში, ერთდროულად შესაძლებელია. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, შესაძლოა, წლის ბოლოსთვის იყოს შემთხვევების მატება, თუმცა არა ახალი მუტაციის, არამედ ზამთრის სეზონის და დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანის თავმოყრის გამო, რაც ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას განაპირობებს.
„მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორც მესამე ან მეოთხე ტალღა. გასათვალისწინებელია გრიპის სეზონიც, თუ ჩვენ ამ სეზონს შევხვდებით 60%-ის ვაქცინირებით და გრიპის ვაქცინაციასაც დავიწყებთ, გაცილებით უსაფრთხო შემოდგომა-ზამთარი გველის, როგორიც გვქონდა 2020 წლის ბოლოს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან.
ამავე თემაზე: