ეკატერინე ტიკარაძე: ინფიცირების რიცხვმა იკლო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდეს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების კლება ფიქსირდება, თუმცა მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდეს.

"აღინიშნება ინფიცირების კლება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდეს.

მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდა, მნიშვნელოვანია, რომ ტრანსპორტში მგზავრთა გადანაწილება იყოს პროპორციული, ისე როგორც ესაა დადგენილი. რათა არ მოხდეს ინფექციის გავრცელების პროვოცირება.

ძალიან მნიშვნელოვანია იმ ჯგუფის აცრა, რომელიც რისკის ქვეშაა. მკაფიოდ ჩანს ის ფაქტი, რომ 60 წელს ზემოთ მოსახლეობა და ასევე ისინი ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები არიან მაღალი რისკის ქვეშ,"- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

ცობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 2 039 ადამიანს დაუდასტურდა, 56 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა