მაია რჩეულიშვილი ციხიდან გათავისუფლდა

„ყველას ბოდიშს ვუხდი“, - „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებლის პირველი სიტყვებია საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ.

ასევე წაიკითხეთ: „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების დასასრულებლად მერიასა და კომპანიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

„უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა. მადლობა უფალს, რომ დასრულდა. ინვესტორებს გადაეცათ შპს-ები და დარწმუნებული ვარ, რომ მერიის ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი კარგად დამთავრდება“, - აღნიშნა მაია რჩეულიშვილმა.

მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების დასასრულებლად მერიასა და კომპანიებს შორის მემორანდუმის გაფორმებიდან ორი დღის შემდეგ დატოვა.

„ციხიდან ჩვეულებრივად ვმუშაობდი, როგორც ბიზნესმენი, ინვესტორებისთვის გადასაცემ დოკუმენტაციაზე, სულ ეს იყო, მაგრამ ძალიან ბევრი დრო დასჭირდა“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.

მას ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მაია რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა. მაია რჩეულიშვილის თქმით, „მიონთან“ დაკავშირებით გაფორმდა საპროცესო, ამ ობიექტებზე კი დასრულებითი სამუაშაო ახლა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედებოდა ბრალი.