კვლევა: „ბუსტერ" დოზით ვაქცინირებულები ვირუსის გართულებისგან თითქმის 20-ჯერ უფრო მეტად არიან დაცულები

ისრაელში ჩატარებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებმაც გაიკეთეს COVID-19-ის ვაქცინის მესამე, გამაძლიერებელი დოზა, თითქმის 20-ჯერ უფრო მეტად არიან დაცულები ვირუსის გართულებისგან, ხოლო დაინფიცირებისგან 10-ჯერ მეტად. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მკვლევარებსა და ვაიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევამ, რომელიც გამოაქვეყნა New England Journal of Medicine- მა, აჩვენა, რომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღებიდან 12 დღის შემდეგ, ინფიცირების შანსი 11.3-ჯერ ნაკლები იყო, იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც მესამე დოზა არ მიუღიათ.

კვლევის თანახმად, „ბუსტერ" დოზით ვაქცინირებულებში ვირუსის გართულების შანსი 19,5-ჯერ ნაკლებია.

ამავე თემაზე:

ისრაელი ყველა ვაქცინირებულს ,,ბუსტერ" დოზით აცრას სთავაზობს