18 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 629 582-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 940 424 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.9%
სრულად ვაქცინირებულია 689 158 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.1%
17 სექტემბერს აიცრა 19 273 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსი 1 997 ადამიანს დაუდასტურდა, 52 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა