ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მორიგი მატჩი მოიგო. შვეიცარიის ეროვნული გუნდი ქართველმა კალათბურთელებმა ანგარიშით 91:84 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თადეუს მაკფადენი გამოირჩეოდა. მან 24 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 19 თებერვალს, სერბებთან გამართავენ.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ფინეთი 28 ნოემბერს დაამარცხა.