Al Jazeera-ს ცნობით, ჩრდილოეთ კორეა, იონბიონის ბირთვულ ობიექტს აფართოებს. წყაროს ცნობით, ფაქტი სატელიტური ფოტოებით დგინდება.
მონტერეის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ანგარიშშის მიხედვით, სატელიტური გამოსახულების კომპანია Maxar-ის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ქარხნის მიმდებარედ მშენებლობა მიმდინარეობს.
უცხოური მედიის ცნობით, ამ გაფართოების შედეგად ჩრდილოეთ კორეა შეძლებს, 25 პროცენტით გაზარდოს ე. წ. „იარაღის პლუტონიუმის“ წარმოება, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბირთვული იარაღის შესაქმნელად.