ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna 30 000 ადამიანზე ჩატარებული ცდის საბოლოო შედეგებს აქვეყნებს.
განცხადებიდან ირკვევა, რომ ვაქცინის ორი დოზის გაკეთების შემდეგ COVID-19-ის სიმპტომები ინფიცირების შემდეგ მხოლოდ 11 პირს გამოუვლინდა, პლაცებოს ჯგუფიდან კი - 185 ადამიანს.
Moderna-ს 94,1-პროცენტიან ეფექტიანობაზე მიუთითებს, რაც გაცილებით მაღალი მაჩვენებელია იმასთან შედარებით, რაზეც რამდენიმე კვირის წინ ვაქცინების მრავალი ექსპერტი საუბრობდა.
კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ Moderna-ს ვაქცინამ 100-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა დაავადების სიმწვავის წინააღმდეგ. ვაქცინირებულ მოხალისეთა შორის მწვავე შემთხვევა არ აღმოჩნდა, მაგრამ 30 ასეთი მოხალისე დაფიქსირდა პლაცებოს ჯგუფში.
კომპანიამ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში (FDA) განაცხადი უკვე შეავსო, აშშ-ში ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მისაღებად. ასეთივე გეგმა აქვს მას ევროპის მედიცინის სააგენტოს შემთხვევაშიც.