იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია Apple 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა, რადგან მიიჩნევს, რომ კომპანიამ მომხმარებლები iPhone-ების წყალგაუმტარობის შესახებ ინფორმირებისას შეცდომაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც სმარტფონები 1-დან 4 მეტრამდე სიღრმეზე წყალგაუმტარია 30 წუთის განმავლობაში. მარეგულირებელი კი აცხადებს, რომ რეალურად ამის გაკეთება სმარტფონს გარკვეულ ლაბორატორიულ პირობებში შეუძლია. ხოლო ჩვეულებრივ - წყალს ტელეფონის განადგურება გაცილებით სწრაფად არის შესაძლებელი, ვიდრე 30 წუთის განმავლობაში.
ამასთან, იტალიის ანტიმონოპოლიური სამსახურის განმარტებით, მომხმარებლებს Apple წყალში მოხვედრის შედეგად გაფუჭებული ტელეფონების საგარანტიო მომსახურებას არ უზრუნველყოფს.