2021 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, იმპორტიორი კი თურქეთი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. საექსპორტო ქვეყნების ათეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 421.8 მლნ. აშშ დოლარით, 377.1 მლნ. აშშ დოლარით რუსეთი მეორე ადგილზეა, 347.0 მლნ. აშშ დოლარის ბრუნვით კი აზერბაიჯანია მესამე ადგილზე.

2021 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.7 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 683.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტი 26.0%-ით გაიზარდა.

გასულ წელთან შედარებით, 20.7 %-ით გაზრდილია იმპორტი 6 072.7 მლნ. აშშ დოლარი.იმპორტის კუთხით ათეულის პირველ სამ ადგილს იგივე ქვეყნები იკავებენ, თუმმცა სხვა მონაცემებით.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 075.4 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 634.8 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 519.5 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 517.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 293.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 265.5 მლნ. აშშ დოლარით.

ხოლო , უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 547.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 492.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 445.9 მლნ. აშშ დოლარით.