ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი: საფრანგეთთან წყალქვეშა ნავების შესახებ გარიგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ არის

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი საფრანგეთთან წყალქვეშა ნავების 40 მილიარდიანი გარიგების გაუქმებას არ ნანობს. ამის შესახებ SBS News-ი იუწყება.

„გასაგებია, რომ მეორე მხარე, რომელიც ამ კონტრაქტში იყო ჩართული, დაზარალებული და იმედგაცრუებულია. მე მესმის ეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხალხი მიხვდება, რომ ავსტრალიის ეროვნული ინტერესები პირველ ადგილზეა“, - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ავსტრალიამ, ისევე როგორც ნებისმიერმა სუვერენულმა სახელმწიფომ, ყოველთვის უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეროვნული თავდაცვის ინტერესებშია: „და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ ვითარებაში“, - აღნიშნა მორისონმა.

თავდაცვის ალიანსის შექმნაზე ავსტრალიის ნაბიჯმა და საფრანგეთთან გარიგების გაუქმებამ აღაშფოთა პარიზი, რომელმაც აშშ ზურგში დანის ჩარტყმაში დაადანაშაულა, ჩინეთმა კი სამივე ქვეყანა დაადანაშაულა ცივი ომის რიტორიკაში. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის ალიანსის მიხედვით, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან.

როგორც ცნობილია, 2016 წელს, ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია Naval Group-ი შეარჩია, რომელსაც ახალი წყალქვეშა ფლოტი უნდა აეშენებინა.

ამავე თემაზე: უსაფრთხოების პაქტის გარშემო დაძაბულობის გამო, ბაიდენმა მაკრონთან სატელეფონო საუბარი მოითხოვა