შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი პარიზთან დაძაბულობის განმუხტვას ცდილობენ. ავსტრალიასთან უსაფრთხოების ახალი პაქტის გამო, აშიშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის ფრანგულ კოლეგასთან მოლაპარაკებებს ითხოვს. ამასთან დაკავშირებით სტატიას France24 აქვეყნებს.
ფრანგული მედიის ცნობით, მთავრობის პრესსპიკერმა გაანცხადა, რომ საუბარი უახლოეს დღეებში გაიმართება.
„ჩვენ გვჭირდება განმარტებები”, - განაცხადა გაბრიელ ატალამ და აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გასცეს პასუხი შეკითხვას ნდობის დარღვევასთან დაკავშირებით.
თავდაცვის ალიანსის შექმნამ და ავსტრალიის გადაწყვეტილებამ, გააუქმოს შეთანხმება ფრანგული წყალქვეშა ნავების ყიდვაზე ამერიკული ბირთვული ხომალდების სასარგებლოდ, პარიზში გამოიწვია აღშფოთება, მაკრონმა კანბერასა და ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩები გაიწვია, რაც უპრეცედენტო ნაბიჯია.
აშშ და დიდი ბრიტანეთი ავსტრალიასთან გაფორმებული უსაფრთხოების ახალი პაქტის გამო, საერთაშორისო კრიტიკის წინაშე არიან. ამ შინაარსის სტატიას BBC ავრცელებს. ბრიტანული მედია წერს, რომ გარიგება ჩინეთთან დაპირისპირების მცდელობად განიხილება.
ნაბიჯმა აღაშფოთა საფრანგეთი, რომელმაც აშშ ზურგში დანის ჩარტყმაში დაადანაშაულა, ჩინეთმა კი სამივე ქვეყანა დაადანაშაულა ცივი ომის რიტორიკაში.
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის ალიანსის მიხედვით, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან.
ამავე თემაზე:
საერთაშორისო გამოხმაურება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტის გარშემო