თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი უკვე აცრილია

„თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი უკვე აცრილია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ზოგიერთ რეგიონში ვაქცინაციის მაჩვენებელი კარგია; თბილისი ლიდერობს, სადაც მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი უკვე მოცულია. იგივეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე და განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში დაბალი მოცვა და ამ მხრივ ჯანდაცვის სამინისტრო და NCDC გაააქტიურებენ მუშაობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის ტემპი გუშინ შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა, მეტ მოქალაქეს ჰქონოდა დრო და წასულიყო ვაქცინაციისთვის, თუმცა ასე არ მოხდა და 7 ათასზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს იმას, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის სტიმულირება, იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოება თუ ოჯახის ექიმების მეტად აქტიურად ჩართულობით თუ რაიმე სხვა გზით.

ამავე თემაზე:

ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას თამარ გაბუნია საგანგაშოდ მიიჩნევს