სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 16.4 პროცენტიანი ზრდა.
ფასების ზრდის კონტექსტში ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი ელექტრო ენერგიის ტარიფი.
"ფასების 4.1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.42 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 1.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.16 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია -9.2 პროცენტიანი ფასების კლება ლითონის მადნებზე“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
საქსტატი: გასულ წელთან შედარებით, 20.7 %-ით გაზრდილია იმპორტი, ექსპორტი კი 26.0%-ით
საქსტატი: სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 16.4 პროცენტით გაიზარდა