ჩინეთში ბავშვებს TikTok-ის ადგილობრივი ვერსიის გამოყენებაზე დღიური ლიმიტი დაუწესეს

ჩინეთში 14 წლამდე ბავშვებს TikTok-ის ადგილობრივი ვერსიის, Douyin-ის გამოყენება დღეში მხოლოდ 40 წუთით შეეძლებათ.

წესები ვრცელდება 14 წლამდე მომხმარებლებზე, რომლებიც პლატფორმაზე რეგისტრირებულები არიან მათი ნამდვილი სახელითა და გვარით. როგორც ცნობილია, მოზარდებს სოციალურ ქსელში შესვლა მხოლოდ 06:00 საათიდან 22:00 საათამდე შეეძლებათ.

სოციალური ქსელ Douyin-ის მომხმარებლის ხელშეკრულების თანახმად, პლატფორმაზე არ არის განსაზღვრული მინიმალური ასაკი, მაგრამ 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებმა უნდა მიიღონ კანონიერი მეურვის თანხმობა. აპლიკაცია TikTok- ზე მინიმალური ასაკი კი 13 წელია.

როგორც BBC წერს, ბოლო სამი წლის განმავლობაში ოფიციალური მედია აცხადებდა, რომ ახალგაზრდა ჩინელების მიერ ინტერნეტში გატარებული დიდი დრო გავლენას ახდენს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

შეგახსენებთ, აგვისტოში ჩინეთში 18 წლამდე ბავშვებს კვირის სამუშაო დღეებში კომპიუტერული ვიდეოთამაშები აუკრძალეს. ხოლო უქმე დღეებში მათთვის თამაშები მხოლოდ დღეში ერთი საათითაა დაშვებული.

თებერვალში ჩინეთის მთავრობამ სკოლებში მობილური ტელეფონების შეტანა შეზღუდა.

ასევე წაიკითხეთ:

ჩინეთის მთავრობამ რეპეტიტორებს სკოლის მოსწავლეების მომზადება აუკრძალა