რუსეთში, პერმის უნივერსიტეტის ერთ - ერთ შენობაში (PSNIU) ამავე უნივერსიტეტის სტუდენტმა ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, სროლისას 6 ადამიანი დაიღუპა (მანამდე ვრცელდებოდან ინფორმაციას 8 დაღუპულის შესახებ).
როგორც ცნობილია, თავდმასხმელი პოლიციამ დააკავა.
"თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა და სამედიცონო დახმარება დასჭირდათ," განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 8 დაღუპულისა და 28 დაშავებულის შესახებ.
"ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია. დაპატიმრებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო, ის დაიჭრა", - აცხადებს გამოძიება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 18 წლის სტუდენტი, ტიმურ ბეკმანსუროვია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული მამაკაცი უნივერსიტეტში სანადირო თოფით შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა, რომ თავდამსხმელმა კანონიერად შეიძინა იარაღი კანონმდებლობის გამკაცრებამდე.
როგორც BBC წერს, თავდაპირველად, პერმის სახელმწიფო ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი იტყობინებოდა, რომ თავდამსხმელი მოკლეს, მაგრამ მოგვიანებით ეს შეტყობინება გაქრა უნივერსიტეტის ვებგვერდიდან.
ინციდენტის შემდეგ, ხელისუფლებამ გააუქმა გაკვეთილები რეგიონის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პერმის მხარეში 21 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამავე თემაზე:
რუსეთში, უნივერსიტეტზე შეიარაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა