თურქეთი ყირიმში ჩატარებულ რუსეთის დუმის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს

თურქეთი ყირიმში გამართულ რუსეთის დუმის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, ყირიმში ჩატარებული რუსეთის პარლამენტის არჩევნების შედეგებს თურქეთისთვის არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს.

"თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და არ ცნობს ყირიმის უკანონო ანექსიას.

ამ კონტექსტში, 2021 წლის 17-19 სექტემბერს ყირიმში ჩატარებული რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგებს თურქეთისთვის არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

ასევე წაიკითხეთ:

საგარეო უწყება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, კვლავ სახელისუფლებო პარტია იმარჯვებს