ვაქცინირებულთა დღიური რაოდენობა ისევ დაბალია

21 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 671 295-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 952 219 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.3%

სრულად ვაქცინირებულია 719 076 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.2%

20 სექტემბერს აიცრა 15 096 ადამიანი.

ამავე თემაზე:

ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას თამარ გაბუნია საგანგაშოდ მიიჩნევს

19 სექტემბერს 7 720 ადამიანი აიცრა.