საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგარეო ვალის ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 2021 წლის 31 აგვისტოსთვის $8.05 მილიარდს შეადგენდა.
სტატისტიკის მიედვით, წინა თვესთან შედარებით, სახელმწიფო ვალის მოცულობა აგვისტოში $45 მილიონით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად კი ვალის ზრდა $45 მილიონით დაფიქსირდა ევროპის საინვესტიციო ბანკთან მიმართებით, რომლიდანაც აგვისტოში საქართველომ სავარაუდოდ ვალის ახალი ტრანში მიიღო.
2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ასე ნაწილდებოდა:
● მსოფლიო ბანკი (IDA და IBRD) - $2,205,346,000;
● აზიის განვითარების ბანკი (ADB) - $1,754,555,000;
● ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - $855,984,000;
● გერმანია - $713,484,000;
● საფრანგეთი - $559,091,000;
● ევროობლიგაცია 2021 - $500,000,000;
● "ეროვნული ბანკის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდისადმი (IMF)" - $479,974,000;
● ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - $236,840,000;
● მთავრობის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდისადმი (IMF) - $209,366,000;
● იაპონია - $198,996,000;
● აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) - $189,772,000;
● ევროგაერთიანება (EU) - $156,886,000;
● სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - $37,893,000;
● რუსეთი - $31,570,000;
● ავსტრია - $17,757,000;
● ამერიკა - $14,711,000;
● კუვეიტი - $8,686,000;
● თურქეთი - $8,529,000;
● ყაზახეთი - $5,374,000;
● აზერბაიჯანი - $4,400,000;
● სომხეთი - $4,210,000;
● ირანი - $3,265,000;
● ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - $3,176,000;
● სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - $2,217,000;
● ჩინეთი - $464,000;
● ნიდერლანდები - $231,000;
● თურქმენეთი - $211,000;
● უზბეკეთი - $26,000;
● უკრაინა - $24,000;