მილიარდერების საერთო ქონება 10%-ით გაიზარდა

მილიარდერთა აღწერის 2025 წლის უახლესი მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მილიარდერების ჯამურმა ქონებამ 2024 წელს რეკორდულ 13.4 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით, 10%-ით მეტია. კვლევითი ფირმა Altrata-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს მსოფლიოს ულტრამდიდრებს შორის ქონების ზრდის ზედიზედ მესამე წელია.


მილიარდერების საერთო რაოდენობა 3,508-მდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით, 5.6%-ით მეტია. შეერთებულმა შტატებმა წამყვანი პოზიცია 1,135 მილიარდერით - გლობალური რაოდენობის თითქმის ერთი მესამედით შეინარჩუნა, ხოლო ევროპამ პირველად გადააჭარბა 1,000 მილიარდერის ნიშნულს, რასაც ხელი შეუწყო მსხვილი ეკონომიკების ზრდამ.


Altrata-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ალსტერმა განაცხადა, რომ მონაცემები აჩვენებს, რომ მილიარდერთა პოპულაცია დინამიური რჩება, რაც ტექნოლოგიების, ბაზრებისა და გეოპოლიტიკის ცვლილებებით არის განპირობებული.