ჯანდაცვის მინისტრი: ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე

„აცრის იმ მაჩვენებლებით, რომელიც დღეს გვაქვს კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნებით", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სამინისტრო არ საუბრობს იძულებით აცრაზე, რადგან იმედი აქვთ, რომ მოქალაქეები საკმაოდ გონიერები არიან და საფრთხეებს სწორად აფასებენ.

"მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის აცრა იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური აქტივობა, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი, რეანიმაციული საწოლები და არ გვქონდეს მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ გონიერები არიან. ზრუნავენ საკუთარ თავსა და ნათესავებზე და იმ საინფორმაციო არხებით, რომელიც სამინისტროს აქვს მობილიზებული, ჩვენ შევძლებთ დავარწმუნოთ მოქალაქეები, აცრაზე გადაწყვეტილება თავის სასიკეთოდ მიიღო“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლის კლების ტენდენცია ნარჩუნდება