ვოლოდიმირ ზელენსკი მისი პირველი თანაშემწის მისამართით სროლის ფაქტს გამოეხმაურა

უკრაინის პრეზიდენტმა მისი პირველი თანაშემწის, სერჰი შეფირის მისამართით სროლის ფაქტზე კომენტარი გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მისთვის უცნობია, ვინ დგას ამის უკან.

„გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი, რა სახის ძალები შეიძლება იყოს ჩართული ამაში, შიდა თუ გარე. მაგრამ მე მათ ძალებად არ მივიჩნევ, რადგან სისუსტეა, ჩემი მეგობრის ავტომობილის მისამართით გასროლით ჩემთვის „მოკითხვის" გამოგზავნა“, - განაცხადა ზელენსკიმ ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენასამბლეაში მონაწილეობის მიზნით ჩავიდა. მანვე დაამატა, რომ ამაზე პასუხი იქნება ძლიერი.

შეგახსენებთ, სოფელ ლისნიკის მახლობლად (კიევის ოლქი), უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი თანაშემწის, სერჰი შეფირის ავტომობილს ესროლეს. დაჭრილია მძღოლი. უკრაინული მედიის ცნობით, 10-ზე მეტი ტყვია მოხვდა მანქანას.