„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ელჩ კარლ ჰარცელის კომენტარს დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილს უწოდებს.
„ის რომ, ჩვენი მეგობრები ინტერესდებიან, არის აბსოლუტურად ბუნებრივი. შეიძლება ვიღაც ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, უნდა დაინტერესებულიყვნენ და დაინტერესდნენ კიდეც. უნდა მოეფინოს ნათელი, ვინ რა ინფორმაცია გაიტანა, რა იყო ავთენტური, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს.
რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის განცხადებას, არ ვარ დიპლომატი, შეიძლება ვერ ვერკვევი ამ საკითხებში, მაგრამ მე მგონი, დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაიბარეს.