ჩინეთი NATO-სთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

ჩინეთი მზადაა NATO-სთან დიალოგისთვის და ალიანსს სწორი მსოფლმხედველობისკენ მოუწოდებს.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

"ჩინეთი იმედოვნებს, რომ NATO მათ მიმართ შექმნილ დამოკიდებულებას შეცვლის, ქვეყანა დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს", - განაცხადა ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუა ჩუნიანგმა.