დმანისის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან, მიხეილ დაუთაშვილი მომხდარი დაპირისპირების შემდეგ აცხადებს, რომ კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. ამის შესახებ მან "TV პირველს“ განუცხადა.
მიხეილ დაუთაშვილი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს
„რა მიზეზით, რატომ უნდა მოვხსა კანდიდატურა? მერაბ ოქრიაშვილსა და კახა ოქრიაშვილს რომ აქვს ოცნებად, მაგიტომ?", - აცხადებს დაუთაშვილი.
დაუთაშვილის თქმით, მას „კახა ოქრიაშვილის ზონდერები კლავდნენ, როცა გონება დაკარგულები მიწაზე იწვნენ“. მისივე განცხადებით, სწორედ მათ გამოიწვეს დაპირისპირება.
მიხეილ დაუთაშვილი ადასტურებს, რომ მას ჰქონდა პნევმატური იარაღი.
„პნევმატური იარაღი მქონდა, იმიტომ, რომ ჩემი ნათლულისთვის მეჩუქებინა. ამ იარაღის ტარებას ნებართვა არ სჭირდება, რადგან ჩვეულებრივი ტირის თოფია", - აცხადებს დაუთაშვილი.
რაც შეეხება მის შვილს, დაუთაშვილის თქმით, მის შვილს „ცივი იარაღი ჰქონდა, რადგან საქეიფოდ იყო".
ცნობისთვის, 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატის, დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის, გიორგი ტატუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას ოპოზიციის ორი აქტივისტი დაჭრეს. მომხდარზე „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავეს.
ამავე თემაზე:
შსს: დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დააკავებულია ერთი პირი
დმანისში, სოფელ განთიადში ხმაური და დაპირისპირებაა