„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ოფისთან იჩხუბეს. ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, როდესაც ნიკა მელია მიუახლოვდა, რომელიც ასევე დიპლომატებთან შეხვედრაზე მივიდა. მან „ქართული ოცნების“ ლიდერს პასუხი მოსთხოვა დმანისში მომხდარზე.
პოლიტიკოსებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე ადგილიდან მისმა დაცვამ გაიყვანა.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატის, დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის, გიორგი ტატუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას ოპოზიციის ორი აქტივისტი დაჭრეს. მომხდარზე „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავეს.
ამავე თემაზე:
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი დმანისში მომხდარზე კომენტარს აკეთებს