NCDC-ის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ყოველდღიური აცრების რაოდენობის მკვეთრად შემცირებაზე დასმულ შეკითვას უპასუხა. პაატა იმნაძის თქმით, რაც დაგეგმილი იყო, იმის მეოთხედია აცრილი.
„დავეთანხმები ბატონ თენგიზ ცერვცაძეს შეფასებებში, წარმოიდგინეთ, რაც დაგეგმილი გვქონდა, იმის მეოთხედია აცრილი. შესაბამისად, როგორც კი ახალი ტალღა წამოვა, ისევ იმას ნიშნავს, რომ ისევ გვექნება არამარტო ძალიან მაღალი ავადობა, არამედ, ძალიან მაღალი სიკვდილიანობა, ჩვენ ხომ გვაქვს უკვე მაგალითები, ნებისმიერ მსოფლიო პლატფორმაზე რომ შეხვიდეთ, ისრაელში, ჩვენზე გაცილებით მეტია ავადობაა 100 000 მოსახლეზე, მაგრამ სიკვდილიანობაა, ჩვენზე რვაჯერ-ათჯერ ნაკლები. ასევეა იგივე სერბეთში, ბრიტანეთში.
ეს არის გადამწყვეტი - ვიქნებით აცრილი, არ იქნება სიკვდილიანობა, არ ვიქნებით აცრილი, სამწუხაროდ, ჩვენ იგივე დღეები მოგველის, რაც დღესაც არის და რაც იყო კიდევ უფრო კატასტროფული აგვისტოში“, - აღნიშნა იმნაძემ „ფორმულას“ ეთერში.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით 12 948 ადამიანი აიცრა.