"გრიპის ვაქცინაცია ჩატარდება კოვიდვაქცინასთან ერთად, ან ორი კვირის ინტერვალით", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით გრიპის ვაქცინაცია ჩატარდება ისე, როგორც ყოველწლიურად ტარდებოდა.
"გრიპის ვაქცინაცია ჩატარდება კოვიდვაქცინასთან ერთად, ან ორი კვირის ინტერვალით. ეს არის უკვე გამოქვეყნებული და დარიგებულია სამედიცინო დაწესებულებებში.
ჯერ დაიწყება მაღალი რისკის ადამიანების აცრა, ეს არის პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი, ეს არის, რა თქმა უნდა, დიალეზზე მყოფი ადამიანები და ორსულები. ოსულები, რომლებიც ორივე შემთხვევაში, როგორც გრიპის, ასევე კოვიდის შემთხვეაში წარმოადგენენ გართულებების მაღალი რისკის ჯგუფს", - განაცხადა იმნაძემ.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო 150 ათასი ვაქცინა შემოვა და რისკჯგუფი გაფართოვდება. მისი თქმით,მიმდინარეობს მსჯელობა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მომავალი კვირიდან დაიწყოს.