ევროპის წამლის სააგენტო (EMA) იმედოვნებს, რომ ოქტომბრის დასაწყისში Pfizer-ის ვაქცინის მესამე, გამაძლიერებელი დოზის გამოყენების ნებართვას დაუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.
წყაროს განცხადებით, ეს იქნება ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოს პირველი გადაწყვეტილება, აშშ-ის შემდეგ, რომელიც გამაძლიერებელ დოზას უკავშირდება.
"EMA-ს გადაწყვეტილება Pfizer-ის მესამე დოზის გამოყენების შესახებ ოქტომბრის დასაწყისისთვისაა მოსალოდნელი", - თქვა წყარომ, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
როგორც Reuters-ი წერს, აღნიშნულთან დაკავშირებით Pfizer-ის კომპანიამ კომენარის გაკეთებაზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ გარკვეული ჯგუფების „ბუსტერ“ დოზით აცრის ნებართვა გასცა.
აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის აცრიან 65 წელს გადაცილებულებსა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ მოქალაქეებს.