Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბანსელი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდება ერთ წელიწადში, რადგან უფრო მეტი ვაქცინა გახდება ხელმისაწვდომი, მათ შორის ბავშვებისთვის.
მისივე თქმით, მომავალი წლის შუა რიცხვებში უნდა იყოს საკმარისი ვაქცინები, რომ „დედამიწაზე ყველას შეეძლოს აცრა“ და ასევე საჭიროებისამებრ შესაძლებელი უნდა იყოს გამაძლიერებელი, ე.წ. ბუსტერ დოზები.
„ვინც არ აიცრება, იმუნიტეტს ძალიან გადამდები „დელტა“ ვარიანტის პირობებში საკუთარი იმუნიტეტი ექნებათ. ამ გზით ჩვენ გრიპის მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებით. თქვენ შეგიძლიათ, აიცრათ და გაატაროთ კარგი ზამთარი, ან არ გააკეთოთ ეს და დაინფიცირების რისკის ქვეშ დაყენოთ თავი, ასე შესაძლოა, საავადმყოფოშიც მოხვდეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი იღუპება გრიპისგან ევროპასა და აშშ -ში“, - განაცხადა სტეფან ბანსელმა.
შეგახსენებთ, Moderna კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო ერთიან ვაქცინას შექმნის. კლინიკური ცდების დაწყებას კომპანია წლის ბოლომდე, ხელმისაწვდომობას კი 2023 წლისთვის გეგმავს.
ცნობისთვის, პირველი კოვიდვაქცინის შემქმნელებმა პანდემიის დასრულების პერიოდად გაზაფხული დაასახელეს.