ევროკავშირის წინადადებით, ყველა ტელეფონს, მათ შორის iPhone-ს, ერთი, უნივერსალური დამტენი უნდა ჰქონდეს

ევროკავშირის წინადადებით, ყველა ტელეფონს, მათ შორის, iPhone-ს, ერთი, უნივერსალური დამტენი უნდა ჰქონდეს.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ მოწყობილობების დატენვა USB-C ტიპის დამტენებით იქნება შესაძლებელი. შესაბამის საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. წინადადება ასევე მოიცავს ტაბლეტებს, კამერებს, ყურსასმენებს, პორტატულ დინამიკებს და ვიდეო თამაშების კონსოლებს.

„ეს არის მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩვენი მომხმარებლებისთვის და გარემოსთვის და ჩვენი მწვანე და ციფრული ამბიციების შესაბამისად“, - განაცხადა ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარგარეტ ვესტაგერმა.

რეგულაციის მიზანია, მომხმარებელს ყოველი ახალი გაჯეტის შეძენისას, ახალი დამტენების ყიდვა აღარ დასჭირდეს.

ევროკავშირის წინადადებით, ყველა ტელეფონს მათ შორის, iPhone-ს, ერთი, უნივერსალური დამტენი უნდა ჰქონდეს