დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ვაქცინაციის ტემპის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობას ასახელებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვაქცინაციის დღევანდელი ტემპით უკმაყოფილოა.
"რაც შეეხება ვაქცინაციის დღევანდელ სტატუსს, რა თქმა უნდა, ჩვენ კმაყოფილი არ ვართ. იმიტომ რომ აგვისტო ამ კუთხით გვქონდა ძალიან კარგი, დღეში გვქონდა 23 000 აცრა. 715 000 აცრა ჩატარდა მთლიანად აგვისტოში. სექტემბრის 15-16 რიცხვამდე მოვდიოდით კარგი მაჩვენებლით. გვქონდა დღეში 24 000 აცრა.
ჩვენ ძალიან გვინდოდა რომ სექტემბერში კიდევ მეტი ყოფილიყო აცრების რაოდენობა, ვიდრე აგვისტოში, ავსულიყავით 800-900 ათასზე და ვოცნებობდით მილიონზე, მაგრამ, როგორც ჩანს ასე არ გამოდის.
16 სექტემბრიდან, აცრების მაჩვენებელი იკლებს, ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ, გახლავთ ის, რომ კომუნიკაციას კიდევ ვაკლებთ მოსახლეობას. მოსახლეობას მეტად უნდა მივუტანოთ ადგილზე ინფორმცია. რაიონულ ცენტრებში კი არ ჩამოვიყვანოთ ასაცრელად, არამედ მივიდეთ თითოეულ სოფელში, თითოეულ დასახლებულ პუნქტში, დავარწმუნოთ რომ ეს (ვაქცინაცია) არის დიდი სიკეთე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამავე თემაზე:
ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით მხოლოდ 12 778 ადამიანი აიცრა
ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას თამარ გაბუნია საგანგაშოდ მიიჩნევს