ამირან გამყრელიძე: მეხუთე ტალღას, დიდი ალბათობით, ნოემბრის ბოლოს უნდა ველოდოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძეს განცხადებით, კორონავირუსის მეხუთე ტალღა ნოემბრის ბოლოს უნდა ველოდოთ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუ მოსახლეობის უმეტესობა არ აიცრება, მეხუთე ტალღა მძიმე იქნება.

"მეხუთე ტალღა აუცილებლად იქნება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც. თუ მაქსიმალურად ავიცრებით, მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი გვექნება, თუ არ ავიცრებით, მეხუთე ტალღა იქნება მძიმე.

მეხუთე ტალღას დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში“ , - განაცხადა გამყრალიძემ.

ამავე თემაზე:

ამირან ამყრელიძე ვაქცინაციის ტემპის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობას ასახელებს

ამირან გამყრელიძე: სექტემბერში მილიონი აცრის ჩატარებაზე ვოცნებობდით, მაგრამ ეს არ გამოდის

ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით მხოლოდ 12 778 ადამიანი აიცრა

COVID19: 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 1698 დაინფიცირდა