საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავიდან მონაწილეობს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო სამეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრაში, რომელიც 1 დეკემბერს დაიწყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, მინისტერიალი ონლაინ-კონფერენციის ფორმატით ტარდება.
დღეს, 2 დეკემბერს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი დავით ზალკალიანი ონლაინ-შეხვედრაში პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნევ რაუსთან ერთად ჩაერთვება.
მინისტერიალის ფარგლებში განხილული იქნება ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები, მათ შორის „არსებითი პაკეტის“ განახლების პროცესი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველო-ნატოს თანამშრომლობა.