ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით 14 000-მდე ადამიანი აიცრა

25 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინა ჯამში 1 729 672-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 967 441 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.1%

სრულად ვაქცინირებულია 762 231 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.7%

24 სექტემბერს აიცრა 13 580 ადამიანი.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 1 597 ადამიანს დაუდასტურდა, 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.