პრეზიდენტი: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლობა და სიმამაცის დადასტურებაა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს მალიში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ფრანგი სამხედროს დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.

მისი თქმით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლობა და სიმამაცის დადასტურებაა.

"ვუსამძიმრებ ემანუელ მაკრონს და სრულიად საფრანგეთს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლობა და ასევე, სიმამაცის დადასტურებაა. საქართველო განაგრძობს საჰელის რეგიონში სტაბილურობისათვის გაწეული ძალისხმევის მხარდაჭერას", - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

ამავე თემაზე:

მალიში შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შეტაკებისას ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა