დეკანოზი თამაზ ლომიძის განცხადებით, ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეკლესია უნდა ჩაერიოს არჩევნებში. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ეკლესიამ გარკვევით უნდა უთხრას მრევლს, ვის დაუჭირონ მხარი არჩევნებზე.
"ვეთანხმები, რომ ეკლესია უნდა ჩაერიოს არჩევნებში. ოღონდ, მხოლოდ ასე: ეკლესიამ გარკვევით უნდა უთხრას მრევლს, ვის დაუჭირონ მხარი არჩევნებზე.
ეკლესიამ უნდა მოუწოდოს მრევლს, რომ არჩევნებზე მხარი დაუჭირონ მხოლოდ მას, ვინც უსასრულოდ არ იტყუება, ვინც ასრულებს დანაპირებს, ვინც არ “გადააგდებს” პარტნიორებს, ვინც საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ კურსს ცივილიზირებული სამყაროსკენ არ გადაუხვევს და ისევ რუსეთს არ დაგვამონებს, ვინც რეალურად ყოველდღე იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ, ვინც ოკუპანტთან მონურად არ თანამშრომლობს, ვინც მოღალატეებს და უცოდინრებს არ დააწინაურებს, ვინც სირთულეებზე, შეცდომებზე და ხალხის გაჭირვებაზე ღიად ისაუბრებს, იშრომებს და გადაჭრის მათ პრობლემებს და არა უსასრულო ტყუილებით და თავის მოსულელებით დაიმალება მათგან და ბოლოს, ვისაც ესმის რას ნიშნავს გქონდეს საკუთარი დამოუკიდებელი ქვეყანა, ვინც პატივისცემით მოეპყრობა და ღირსებას აღუდგენს ქართულ სახელმწიფოს და მის ინსტიტუტებს. ეს ნამდვილად უნდა უთხრას ეკლესიამ მრევლს არჩევნების წინ. შემდეგ ყველამ საკუთარი ჭკუა-გონებით შეაფასოს და აირჩიოს", - წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.
ცნობისთვს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ "ერთსულოვნების" ეთერში განაცხადა, რომ კიდევ დავაკვირდებია რა რიტორიკა იქნება, "მერე არავის გაუკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის მრევლს, რა გააკეთოს არჩევნებზე".
როგორც ჯაღმაიძემ აცხადებს, ტელევიზიები დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ სხვადასხვა სასულიერო პირის შესახებ. მისი თქმით, მედია ცდილობს, ეკლესია პოლიტიკაში ჩართოს.