რუსეთის დედაქალაქის ცენტრში აქციაზე, კომუნისტურმა პარტიამ არჩევნების შედეგები გააპროტესტა. მედიის ცნობით, აქციაზე ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, პოლიციის თანახმად, აქციაზე 400 ადამიანი მივიდა.
აქციის მონაწილეები მმართველ პარტიას არჩების მოპარვაში ადანაშაულებდნენ.
როგორც სააგენტოები წერენ, აქციის მონაწილეების ხმის გადაფარვის მიზნით, პოლიციამ სხვადასხვა სიმღერაც ჩართო, მათ შორის - „ძია ვოვა, შენთან ვართ“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა, რომ არჩევნები ღიად ჩატარდა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, სათათბიროს შემადგენლობა რუსეთის მოქალაქეებმა განსაზღვრეს და თავისი კონსტიტუციური, სუვერენული უფლება გამოიყენეს.
რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 17-19 სექტემბერს ჩატარდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, რუსეთის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ისეთ პირობებში, რომელიც ხელს არ უწყობს თავისუფალ და სამართლიან პროცესებს.