კანადაში Huawei-ის მთავარი ფინანსური დირექტორის გათავისუფლების შემდეგ, ჩინეთმა ორი კანადელი გაათავისუფლა. BBC-ის ცნობით, ტექნოლოგიური გიგანტის ფინანსური დირექტორის გათავისუფლებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მაიკლ სპავორი და მაიკლ კოვრიგი, რომლებიც ჩინეთში ჯაშუშობაში იყვნენ ბრალდებულები, უკვე კანადაში მიფრინავდნენ.
თავად, პეკინი უარყოფს კანადელების თავის დროზე დაკავებას მენ ვანჟოუს დაპატიმრების საპასუხოდ.
შეგახსენებთ, ვანკუვერში უზენაესმა სასამართლომ Huawei-ის დამაარსებლის ქალიშვილი და მისი მთავარი ფინანსური დირექტორი მენ ვანჟოუ შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა.
BBC-ის ცნობით, მენ ვანჟოუმ აშშ-ის პროკურატურასთან გარიგებას მიაღწია. Huawei-ის მთავარი ფინანსური დირექტორი 20018 წლის დეკემბერში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ცნობით, მან შეცდომაში შეიყვანა HSBC ბანკი, როდესაც ირანში Huawei-ის ბიზნესის შესახებ არ შეატყობინა ბანკს, რითაც HSBC-ს შეეძლო, თეირანის მიმართ აშშ-ის სანქციები არაგანზრახ დაერღვია.
CBS წერს, რომ მენ ვანჟოუმ ბრალდება ნაწილობრივ აღიარა.
„ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ეს ჩემთვის დამღუპველი პერიოდი იყო", - განუცხადა მენ ვანჟოუმ ჟურნალისტებს.