ჯო ბაიდენი კოვიდვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ ბუსტერ დოზით აიცრა.

ვაქცინაციის პროცესს მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობითვის, ჯო ბაიდენმა 25 სექტემბერს განაცხადა, რომ ის"ბუსტერ" დოზას გაიკეთებდა, თუმცა ვაქცინის გაკეთების თარიღი არ დაუკონკრეტებია.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა, ასევე, განაცხადა, რომ კოვიდვაქცინის მესამე დოზები ისევე უფასო იქნება, როგორც ეს პირველ ორ დოზაზე ხდებოდა.

ამავე თემაზე:

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებს