ნოემბრიდან, აშშ სრულად ვაქცინირებულ უცხოელებს საზღვრებს გაუხსნის, თუმცა Washington Post-ის ინფორმაციით, შესაძლოა, აშშ-ის ხელისუფლებამ რუსული ვაქცინა Sputnik V-ით სრულად ვაქცინირებულები ქვეყანაში არ შეუშვას.
როგორც ცნობლია, ახალი მოთხოვნების თანახმად, რომელიც მოგვიანებით გასაჯაროვდება, აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის მსურველები ან ამერიკის ხელისუფლების, ან ჯანმოს მიერ დამტკიცებული ვაქცინებით უნდა იყვნენ აცრილნი.
Washington Post-ის ცნობით, Pfizer-ისა და Moderna-ს გარდა, ასეთი ვაქციებია ჩინური Sinovac-ი და Sinopharm-ი. ჯანმოს მიერ ავტორიზებულია Astrazeneca-ს ვაქცინა, ხოლო ამერიკის მედიკამენტების სააგენტოს მიერ კი Jhonson&Jhonson-ის ვაქცინა.
ცნობისთვის, რუსული ვაქცინა Sputnik V-ი ჯანმოს მიერ დამტკიცებული ჯერ არ არის.