გერმანიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აშშ გერმანიის ახალ მთავრობასთან მტკიცე პარტნიორობის გაგრძელებას ელოდება, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ჯელინა პორტერმა ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ ასევე ვიცით წინასწარი შედეგები და გერმანიის მომავალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებების შედეგს ველოდებით, ჩვენ ასევე მოუთმენლად ველით გერმანიასთან ჩვენი მტკიცე პარტნიორობის გაგრძელებას. ჩვენ ასევე ვიტყვით, რომ გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა დარჩება ახალი მთავრობის ფორმირებამდე და ჩვენ, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით გერმანიის ოფიციალურ პირებთან ურთიერთობის გაგრძელებას ორმხრივ საკითხებსა და გლობალურ გამოწვევებზეც", - განაცხადა პორტერმა.
ცნობისთვის, გერმანიაში 26 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 25,7 პროცენტი მოიპოვა.
ამავე თემაზე:
როგორი იქნება პოსტ მერკელისეული ევროპა