„გაზპრომთან“ კონტრაქტის გამო, უნგრეთმა და უკრაინამ ერთმანეთის ელჩები დაიბარეს

უკრაინამ და უნგრეთმა ერთმანეთის ელჩები ბუდაპეშტის მიერ რუსეთთან ახალი გრძელვადიანი ხელშეკრულების ხელმოწერის გამო დაიბარეს, რომელსაც კიევი განიხილავს როგორც საფრთხეს მისი ეროვნული უსაფრთხოებისათვის. იუწყება Reuters-ი. უნგრეთმა უკრაინა დაადანაშაულა მის შიდა საქმეებში ჩარევაში, მას შემდეგ რაც კიევმა გააკრიტიკა ის რუსულ გაზპრომთან ბუნებრივი გაზის მიწოდების 15-წლიანი ხელშეკრულების გაფორმების გამო.

საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ელჩი დაიბარეს უკრაინის მცდელობის გამო, დაბლოკოს გაზის მიწოდების გარიგება.

„მიგვაჩნია, რომ ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევაა, რომ უკრაინას უნგრეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების დაბლოკვა სურს”, - აღნიშნა სიიარტომ განცხადებაში.

უკრაინამ ორშაბათს განაცხადა, რომ უნგრეთისთვის გაზის მიწოდების გარიგება წმინდა პოლიტიკური, ეკონომიკურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა და საზიანოა უკრაინულ-უნგრული ურთიერთობებისთვის.

მან ასევე სთხოვა ევროკომისიას, შეაფასოს რამდენად შეესაბამება გარიგება ევროპულ კანონმდებლობას, რაზეც სიიარტომ განაცხადა, რომ ეს აღმაშფოთებელია.

„ეს გარიგება უკრაინის გვერდის ავლით, ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას", - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ტექსტურ განცხადებაში.

ამავე თემაზე

უნგრეთმა „გაზპრომთან“ ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა