თურქეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ხვალ რუსეთს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამუშაო ვიზიტით ხვალ რუსეთს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში სოჭში დაგეგმილია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა.

შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი ურთიერთობის, ასევე რეგიონული განვითარებისა და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. დაგეგმილია სირიაში, ლიბიაში, ავღანეთსა და სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების განხილვა.

ამავე თემაზე:

თურქულმა ძალებმა სირიაში რუსულ ვერტმფრენებს ცეცხლი გაუხსნეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი რუსული სარაკეტო სისტემის S-400-ს შეძენას ისევ გეგმავს