თამარ გაბუნია: კახეთში, ერთ-ერთ სოფელში 20 დღეში 9 ადამიანი აიცრა

„დღეს სოფლად ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ დაბალია. მაგალითისთვის კახეთში, ერთ-ერთ სოფელში 20 დღეში 9 ადამიანი აიცრა, რაც პრინციპში არაფერია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მინისტრის მოადგილის თქმით, მთავრობის დადგენილებით სოფლის მოსახლეობის ვაქცინაციის პასუხისმგებლობა მუნიციპალურ კლინიკებს ეკისრებათ, რომლებიც სოფლის მოსახლეობას ამბულატორიულ დონეზე დამატებით სპეციალიზირებულ სერვისს უწევენ.

„ამდენად მათ ზუსტი სია აქვთ, იციან სოფლები და აქვთ შესაბამისი რესურსი, რომ აწარმოონ აქტიური ვაქცინაცია. სამომავლოდ იმ სოფელში, სადაც 3 000-ზე მეტი მოსახლეა, ვგეგმავთ მეტად აქტიური გასვლითი სამუშაო ჩატარდეს, რათა ოჯახის ექიმსაც მეტი რესურსი ჰქონდეს, რომ თბილისიდან ჩასული მობილური ბრიგადების დახმარებით მოსახლეობის მოცვა უფრო აქტიურად აწარმოოს. რა თქმა უნდა, მოსახლეობის მოცვა დიდ ქალაქებში მაქსიმალურია, რაც შეეხება სოფლების მოცვას, ის 25-35%-მდე მერყეობს, რაც ის მაჩვენებელი არაა, რაც გვინდა რომ გვქონდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია: ახლა ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც შესაძლებელია, რაღაც მიზეზის გამო ვერ მივიდა ვაქცინაციის ცენტრში ან ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა აცრა

რატომ იკლო ვაქცინაციის მაჩვენებელმა საქართველოში