"აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გასულ კვირას ნიუ-იორკში არის იმის კარგი მაჩვენებელი, რომ დიალოგი შესაძლოა", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „France-24“-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ის არ ეწინააღმდეგება ინიციატივას, ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ ორგანიზებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა დაიგეგმოს, რადგან მიაჩნია რომ რეგიონს სტაბილურობა სჭირდება.
„ომი დასრულდა. რეგიონს სჭირდება პროგნოზირება და სტაბილურობა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გასულ კვირას ნიუ-იორკში არის იმის კარგი მაჩვენებელი, რომ დიალოგი შესაძლოა განახლდეს და საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა მოიძებნოს. იმედი მაქვს, რომ შეხვედრები გახდება მხარეთა შორის ნორმალიზაციის პროცესისა და თანამშრომლობის დასაწყისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, – აღნიშნა ალიევმა.
ფაშინიანი ერდოღანის განცხადებას პასუხობს და შეხვედრის მზაობას გამოთქვამს