აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხორვატია დაემატება იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებიც 90 დღის განმავლობაში აშშ-ში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აშშ-ში უვიზოდ მოგზაურობა სულ 39 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. მათ შორის არიან ბელგია, ავსტრალია, ჩილე, ავსტრია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ლიეტუვა, უნგრეთი, საფრანგეთი, ფინეთი, მალტა, საბერძნეთი, პოლონეთი და სხვები.